"სტრასბურგმა გადაარჩინა ეს ხელისუფლება, მედიის ამბავში, სააკაშვილს და პუტინს რომ არ დამსგავსებოდა" - კვირის პალიტრა

"სტრასბურგმა გადაარჩინა ეს ხელისუფლება, მედიის ამბავში, სააკაშვილს და პუტინს რომ არ დამსგავსებოდა"

სტრასბურგის სასამართლოს განმხილველმა პალატამ, რომელიც გვარცელებული ინფორმაციით, 7 მოსამართლისგან შედგებოდა, "რუსთავი 2"-ის საქმეზე 3 მარტს მიღებული შეჩერების ღონისძიება ერთხმად გააგრძელა, - ამის შესახებ პირველი განცხადება ტელეკომპანია "რუსთავი2"-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ გააკეთა. მისი თქმით, საქართველოს მთავრობას ეკრძალება, აღასრულოს უზენაესი სასამართლოს განჩინება იმ მომენტამდე, ვიდრე ამის უფლებას ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლო არ მისცემს.

ამ გადაწყვტილებას ჩვენში დიდი გამოხმაურება მოჰყვა, გთავზობთ რამდენიმე "ფეისბუკსტატუსს":

თინათინ ხიდაშელი, თავდაცვის ექსმინისტრი:

"სტრასბურგმა თავისი სიტყვა თქვა! ყველა მხარეს დაფიქრების საშუალება მისცა!!!

ჰოდა, ხელისუფლებას, მინდა, შევევედრო, იქნებ, თქვენი ტროლები, თანამდებობიანი და უბრალოდ სხვენში მჯდომნი, ფბ-სთვის დაქირავებულნი, დააოკოთ ნუ გადააყოლებთ ამ ბოღმას ქვეყნის მომავალს! და აუხსენით რომ:

- სავალდებულოა!

- არავის დაუძალებია ჩვენ ვაღიარეთ ასეთად!

- რუსეთში ამბობენ ხოლმე იმეებს ეხლა თქვენი ტროლები რომ ამბობენ!

- თუ სასამართლოში არ იჩივლებ ისე გადაწყვტილებას ვერ გამოიტანს, ვერც შეჩერების და ვერც რამე სხვას!

ეს იმათთის მაშინ სად იყოო რომ ამბობენ"!

მერაბ მეტრეველი, ჟურნალისტი:

"სტრასურგმა რ2-ის საქმეზე უვადოდ გააგრძელა აღსრულების შეჩერება! ხელისუფლებაში თუ კარგად დაფიქრდებიან, ეს მათთვისაა უპირველესად უკეთესი, რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოს საბოლოოდ სტრასბურგის სასმართლომ. სტრასბურგმა გადააჩინა ეს ხელისუფლება მედიის ამბავში სააკაშვილს და პუტინს დამსგავსებოდა.

ლევან ბერძენიშვილი, პოლიტიკოსი:

"აი, ამიტომ მიყვარს ევროპა!

ზოგიერთს საკუთარი ქვეყნის მითოლოგია რომ სცოდნოდა, "მორიგე" რომ ღმერთია, ისიც ეცოდინებოდა".

დიმიტრი ლორთქიფანიძე, პოლიტიკოსი:

"ევროსასამართლოვ! უპრეცედენტოაო აცხადებთ, გამოხატვისა და საკუთრების უფლების ხელყოფის საჩივრებზე სარჩელის უზრუნველყოფის დროებითი ღონისძიების გამოყენება, ეროვნულ დონეზე მიღებული სასამართლოს საბოლოო აქტის აღსრულებაზეო(!) ასევე, აცხადებთ, რომ აქამდე მხოლოდ სიცოცხლის ხელყოფისა და წამების ფატებზე მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერების განჩინება გაქვთ გამოცემული!

მაშ, გაგვეცით პასუხი - ტელე " იმედის" დარბევა 2007 წელს იყო თუ არა რეალური ხელყოფა საკუთრებისა და სიტყვის თავისუფლების! სად იყო თქვენი აღმატებულება -მართლმსაჯულება!

რატომ იყავით უმოქმედონი სანდრო გირგვლიანისა და სულხან მოლაშვილის წამებისა და სიცოცხლის ხელყოფის ფაქტებთან დაკავშირებულ სტრასბურგის საჩივრებზე და რატომ დაგჭირდათ 4 და 5 წელი გადაწყვეტილებების მისაღებად,რატომ არ გამოიყენეთ ნახსენები პრეცედენტები და რატომ არ შეაჩერეთ სასამართლო აქტების მოქმედება დაუყოვნებლივ , იმავე მეთოდით რითაც ახლა მოქმედებთ სიცრუისა და უზნეობის ინსტალატორი ნაციონალური ERRORI - ის სასარგებლოდ?! გაგვეცით პასუხი!!!"

არჩილ გამზარდია, საზოგადოებრივი კომუნიკაციების მართვის სპეციალისტი:

"სტრასბურგის სასამართლომ ძალიან სწორი გადაწყვეტილება მიიღო, ერთი მხრივ, მან არ მიიღო საქართველოს უზენაესი სასამართლოს საწინააღმდეგო გადაწყვეტილება, მეორე მხრივ, კი ტელეკომპანიას მისცა ფუნქციონირების საშუალება.

ეს არის ზუსტად ის, რაზეც მე ვლაპარაკობდი, რომ რაიმე ინსტრუმენტით მოხერხებულიყო პროცესის დაკონსერვება, რისი მექანიზმების საქართველოში მოძიებაც ვერ მოხერხდა, ის მოახერხა სტრასბურგმა.

მოცემულობა სავსებით პოზიტიურია, საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება შეჩერებულია, მაგრამ არაა გაკეთებული გადაწყვეტილების საწინააღმდეგო დასკვნა.

შეიძლება ითქვას, რომ ორივე მხარემ - ხელისუფლებამ და "ნაციონალურმა მოძრაობამ" ეფექტურად იმუშავეს, დანარჩენი კი უკვე იმაზეა, როგორ მოახერხებს ერთი თუ მეორე მხარე სტრასბურგისათვის იმის დამტკიცებას, რაც აქამდე საერთო ჯამში ვერცერთმა მოახერხა. ვერცერთმა იმიტომ, რომ სტრასბურგს დასკვნა არ დაუდია არცერთი მხარის სასარგებლოდ"