თბილისში საცხოვრებელ სახლში, სავარაუდოდ, გაზი აფეთქდა - დაშავებულია ერთი პირი - კვირის პალიტრა

თბილისში საცხოვრებელ სახლში, სავარაუდოდ, გაზი აფეთქდა - დაშავებულია ერთი პირი

თბილისში, პოლიტკოვსკაიას ქუჩაზე სავარაუდოდ, გაზის აფეთქების შედეგად საცხოვრებელ სახლში ხანძარი გაჩნდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს, ხანძარი ლოკალიზებულია, თუმცა ადგილზე სახანძრო ბრიგადები ჯერ კიდევ მუშაობენ. მათივე ინფორმაციით, ცეცხლი დაახლოებით, 60-80 კვადრატული მეტრის ფართზე გაჩნდა.

აფეთქების შედგად ერთი ადამიანი დაშავდა, რომელიც საავადმყოფოშია გადაყვანილი.

მომხდართან დაკავშირებით დეტალებს გამოძიება დაადგენს.