ორი დაღუპული და სამი დაშავებული - ავარია თერჯოლაში - კვირის პალიტრა

ორი დაღუპული და სამი დაშავებული - ავარია თერჯოლაში

თერჯოლის რაიონის სოფელ ეწერში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, სამი კი დაშავდა. ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილი და მიკროავტობუსი შეეჯახა.

როგორც ”ინტერპრესნიუსის” კორესპონდენტი იუწყება, შემთხვევის ადგილზე საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები და სასწრაფოს ბრიგადები იყო მობილიზებული.

როგორც ”ინტერპრესნიუსს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.