"შორენა მაინც ჩაძვრებოდა, იმენა "დასაბრედია" ეგ შობელძაღლი" - "ციანიდის საქმის" სკანდალური ჩანაწერები - კვირის პალიტრა

"შორენა მაინც ჩაძვრებოდა, იმენა "დასაბრედია" ეგ შობელძაღლი" - "ციანიდის საქმის" სკანდალური ჩანაწერები

"მე წავალ ბოტკოველის ადგილზე ან შორენას ადგილზე ან მამა დავითის ადგილზე. უფრო პირველ რიგში მამა დავითის ადგილზე"

მთავარმა პროკურატურამ ე.წ. ციანიდის საქმეზე გამოძიების შუალედური შედეგები და მტკიცებულებების ნაწილი გაასაჯაროვა. (იხილეთ: "დეკანოზ მამალაძეს ბრალდება წარედგინა შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადების..." - პროკურატურამ ე.წ. ციანიდის საქმეზე შუალედური შედეგები გაასაჯაროვა)

უწყებამ გაავრცელა ბრალდებული დეკანოზის, გიორგი მამალაძისა და ე.წ. ციანიდის საქმის მთავარი მოწმის, ირაკლი მამალაძის ვიდეო და აუდიო ჩანაწერები. გთავაზობთ რამდენიმე ეპიზოს ამ ჩანაწერებიდან:

გიორგი მამალაძე: მე მინდა მაქსიმუმ 3 გრამი.

ირაკლი მამალაძე: ჰო...

გიორგი მამალაძე: შენ მაგი გამიკეთე, რასაც გეუბნები და ბრილიანტები მერე ნახე!

ირაკლი მამალაძე: მაგას გაგიგებ, რა გინდა ეხლა ვერ გავიგე?! მეტი რაღა ვქნა?!

....

ირაკლი მამალაძე: ჰქონიათ ეს... დიდი რაოდენობით აქვთ ნატრიუმის ციანიდი და ეს მეორე, შენ რაც დაწერე, რა ერქვა რა ვიცი, კალიუ...

გიორგი მამალაძე: კალიუმ ციანიდი.

ირაკლი მამალაძე: ჰო კალიუმ ციანიდი, აქვთ ძალიან შეზღუდული რაოდენობით, ანუ ძველი დარჩენილი ხვდები, აღარ ხმარობენ მაგას, მაგრამ ეს ნატრიუმიც ეტყობა საქმისთვის გამოიყნება, მომწამვლელი, ჩვეულებრივი ის აქვს. მითხრა, კალიუმზე თუ წავა ლაპარაკი, ხუთი ათას დოლარზე ნაკლებად გამორიცხულიაო, და ისიც ხელი-ხელშიო, ასე მითხრა... ვკითხე ვარგისიაო, და კიო, ჩვეულებრივი ნივთიერებააო.

გიორგი მამალაძე: ხელი-ხელში სად მივცე, ხუთი ათასი სად ვნახო?

ირაკლი მამალაძე: ვუთხარი, თუ ხუთი ათას დოლარს მოგცემთ, ეგრევე შეგიძლია-მომცე- მეთქი, პრობლემა არ არიო...

გიორგი მამალაძე: რეაქცია რომ არ ჰქონდეს?

ირაკლი მამალაძე: არა, უეჭველი აქვსო, თავის შედეგს აყენებსო, ნატრიუმი თურმე წყალში უნდა გაიხსნას და ეს საჭმელზე, რა ვიცი რაზეც იქნება ყველაფერზე. ჰოდა ვუთხარი, რომ უცხოეთისთვის მინდაო რო არ დაეჭვებულიყო და მითხრა, ვენახის შესაწამლად რომ არ გინდა, კი ვიციო.

გიორგი მამალაძე: როდის მოიტანს?

ირაკლი მამალაძე: დღეს ვერა, მაგრამ ხვალ დილითვე წავა და მოიტანს.

გიორგი მამალაძე: მოხმარების წესი რაფერაა ნეტა?

ირაკლი მამალაძე: მოხმარების რა ვიცი.

გიორგი მამალაძე: რითი ჩამოგვიტანს, ეგაა მთავარი...

ირაკლი მამალაძე: აა, ეგ რითიც ჩამოიტანს ისე იქნება რო დაცული იყოს და თვითდაზიანება არ მიიღოს.

...

ირაკლი მამალაძე: იქ ვინები წავიდნენ ეხლა? შორენაა წასული, სოსო და "ის ვისო"?

გიორგი მამალაძე: თორმეტი კაცი. მეუფე დიმიტრი ახლავს.

ირაკლი მამალაძე: ხოო, ეს შორენა მაინც ჩაძვრა იქა.

გიორგი მამალაძე: არა, შორენა მაინც ჩაძვრებოდა, იმენა "დასაბრედია" ეგ შობელძაღლი.

...

ირაკლი მამალაძე: როდის მომიტან ფულს რომ მივცე?

გიორგი მამალაძე: დავურეკავ და ვეტყვი გამომიგზავნეთ-მეთქი. რა ვქნა ეხლა? შენს ძმობას ვფიცავარ დღეს ერთმა გადამაგდო რა, მე მივფრინავდი დღეს, უნდა გავფრენილიყავი და მითხრეს, რომ მოგცემთო სამ საათზე ფულსო და ფული აღარ მაქვს და ვერ მივდივარ,  არადა, იქ გერმანიაში მელოდებიან. ჩემი ხელი სჭირდებათ მაგათ რა.

ირაკლი მამალაძე: აბა

გიორგი მამალაძე: დედა უნდა ვუტირო! „პროსტა“ ასაკი არ მიწყობს ხელს თორემ.

ირაკლი მამალაძე: მთლად პატრიარქი... პრეტენზიას გამოაცხადებდი კი.

გიორგი მამალაძე: მე ბევრ რაღაცაზე მაქვს პრეტენზია, ჯერ თავს ვიკავებ.

ირაკლი მამალაძე: არა, ეგ კარგი მაგრამ, ეხლა ძალიან დელიკატურ თემას უნდა შევეხო. კაი მოგვარდა ეს, მე რა აქედან მე?

სამომავლოდ, როგორც იძახი ბრილიანტები და ესა და ისინი იქნებაო და მე რა? იქნიე ესე თავი, თავის დაქნევა მარტო არ არის. ბოდბეში გამიშვი ეპისკოპოსად-თქო არ გთხოვ.

გიორგი მამალაძე: შენ კარგ ადგილს დაიკავებ. ბრძოლაა ხომ იცი რა თქმა უნდა. ეხლა გეტყვი პირდაპირ. ესენი იბრძვიან რომ მე მოვხვდე იქ

ირაკლი მამალაძე: სად?

გიორგი მამალაძე: შიგნით რაღაც თანამდებობაზე.

ირაკლი მამალაძე: საპატრიარქოში? რამდენი თანამდებობა გინდა მამაო?

გიორგი მამალაძე: ქონებაში ხომ ვარ, ჩვენ ქონება არ გვაწყობს, რა. ქონება ისეთი თემა არაა. ეს იყო იმისთვის, რომ იქ შევსულიყავით ჩვენ. მე წავალ ბოტკოველის ადგილზე ან შორენას ადგილზე ან მამა დავითის ადგილზე. უფრო პირველ რიგში მამა დავითის ადგილზე.

ირაკლი მამალაძე: მამა დავით რომელი, რომ როხროხებს ისა?

გიორგი მამალაძე: არა, ჭინჭარაული, არ ჩანს ეგ. პატრიარქს რომ უდგას უკან სულ, ეგაა. მისი ძმა ჯვრის მონასტრის წინამძღვარია. ლოთია.

მაგაზე შეგიძლიათ დაწეროთ, რომ ვითომ სანდო წყარომ მოგაწოდათ ინფორმაცია, ჯვრის მამათა მონაასტერში ლოთობდა წინამძღვარი და მისი ძმა არის ესა და ეს ჭინჭარაული.

ირაკლი მამალაძე: შორენას სად უშვებთ?

გიორგი მამალაძე: შორენას მარილზე

ირაკლი მამალაძე: ანუ შენ შეიძლება შორენას ადგილზე წახვიდე? მე სად წამიყვან? ამხელა საქმეს გიკეთებ, იმაში ვდგავარ აი რა ქვია...

გიორგი მამალაძე: შენ ჩემს გვერდით იქნები.