მკვლელობა თბილისში - სროლის შედეგად შუახნის მამაკაცი მოკლეს - კვირის პალიტრა

მკვლელობა თბილისში - სროლის შედეგად შუახნის მამაკაცი მოკლეს

დიდ დიღომში, დიმიტრი თავდადებულის ქუჩაზე სროლის შედეგად შუახნის მამაკაცი მოკლეს. შემთხვევა დღეს საღამოს მოხდა. დაჭრილი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკა "ლანცეტში" გადაიყვანა, სადაც მამაკაცი გარდაიცვალა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" საავადმყოფოს პრესსამსახურში განუცხადეს, მამაკაცს სამედიცინო დაწესებულებაში შეყვანის პროცესში გული უკვე გაჩერებული ჰქონდა. მომხდარის დეტალები ჯერჯერობით უცნობია. შსს ამ ეტაპზე კომენტარს არ აკეთებს.

"ინტერპრესნიუსი"