ადვოკატი: "დეკანოზ გიორგი მამალაძის ჩხრეკისას პროკურატურამ 4500 ევრო და 500 დოლარი ამოიღო" - კვირის პალიტრა

ადვოკატი: "დეკანოზ გიორგი მამალაძის ჩხრეკისას პროკურატურამ 4500 ევრო და 500 დოლარი ამოიღო"

დაკავებული დეკანოზის, გიორგი მამალაძის ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის განცხადებით, დეკანოზი დაკითხვის გასაგრძელებლად მზად არის.

როგორც რამიშვილმა "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, მიუხედავად დეკანოზის მზადყოფნისა, პროკურატურა დაცვის მხარეს მტკიცებულებების ნაწილის გამოქვეყნების შემდეგ არ დაკავშირებია, შესაბამისად, არ ფლობს ინფორმაციას თუ როდის გაგრძელდება დეკანოზ გიორგი მამალაძის დაკითხვა.

"დეკანოზ გიორგი მამალაძის ოჯახის უსაფრთხოება როგორც პროკურორმა გამოაცხადა, უზრუნველყოფილია. ჩვენი მოთხოვნა იყო, რომ თუ უსაფრთხოება უზრუნველყოფილი იქნებოდა, მამა გიორგი დაკითხვის გაგრძელებისთვის მზად იქნებოდა. შესაბამისად, ჩვენ ველოდებით და მზაობას გამოვთქვამთ დაკითხვის გაგრძელებისთვის", - განაცხადა რამიშვილმა.

ადვოკატის თქმითთვე: "პროკურატურის მიერ გასაჯაროებულ მტკიცებულებებში არის ასეთი საუბარი - ხვალ თუ ფულს მომცემ, ხელი ხელში იქნება ეს ციანიდი მოცემული. თუ ადამიანს რამის შეძენა ეჩქარება და მას დიდი ოდენობით ფული აღმოაჩნდა დაკავებისას, კერძოდ, 4500 ევრო და 500 დოლარი, რა პრობლემა ექნებოდა თუ აპირებდა შესყიდვას და გერმანიაში წაღებას? - ეს ფული პროკურატურამ ამოიღო და დალუქა მტკიცებულების სახით".

"ინტერპრესნიუსი"