წყვილს ქორწინების გარეშე სექსისთვის გრძელვადიანი პატიმრობა ემუქრება - კვირის პალიტრა

წყვილს ქორწინების გარეშე სექსისთვის გრძელვადიანი პატიმრობა ემუქრება

არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში სამხრეთ აფრიკელი მამაკაცი, უკრაინელ საცოლესთან, ერთად არაკანონიერი სექსუალური ურთიერთობის გამო დააკავეს.

წყვილი არ არის დაქორწინებული და პრობლემაც სწორედ ეს გახდა.

29 წლის ემლინ კალვერველი და 27 წლის ირინა ნოგაი მას შემდეგ დააკავეს, რაც გოგონამ ექიმს მუცლის ტკივილით მიმართა. მან კი დაადგინა, რომ ახალგაზრდა ქალი ორსულად იყო.

შედგად წყვილი დააკავეს, რადგან დაუქორწინებლ ქალ-ვაჟს შორის სექსუალური კავშირი არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში კანონით იკრძალება.

მამაკაცის დედა არაბ სამართალდამცავებს თხოვნით მიმართავს, რომ ისინი გაათავისუფლონ, რადგან მათი დანაშაული მხოლოდ და მხოლოდ სიყვარულია.

„მათი ერთადერთი შეცდომა ისაა, რომ ერთმანეთი შეუყვარდათ“, - ამობობს ემლინ კალვერველის დედა.

News 24 - ის ინფორმაციით, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ისინი ვერ დაეხმარებიან წყვილს, რადგან მათ არაბეთის გაერთიანებული საემიროების კანონი დაარღვიეს.

ბი-ბი-სი-ს ჟურნალისტის ცნობით, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის მთავრობამ წყვილს ურჩია, რომ იურისტს მიმართონ, ხოლო არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში ამ ფაქტზე კომენტარს არ აკეთებენ.

წყვილი ჯერ კიდევ იანვარში დააკავეს, თუმცა ამ ამბის შესახებ საზოგადოებისთვის ცნობილი მხოლოდ ახლაღა გახდა.

ემლინი ბოლო 5 წლის განმავლობაში არაბეთის გაერთიანებულ ემირატებში მუშაობდა. როგორც ირკვევა დაკავებულებისთვის ჯერ კიდევ არ წაუყენებიათ ბრალი. თუ ბრალდება დაუმტკიცდათ, წყვილს გრძელვადიანი პატიმრობა ემუქრება. (წყარო)

თარგმნა ეკა გადახაბაძემ