თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე ავტომანქანას ცეცხლი გაუჩნდა - კვირის პალიტრა

თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე ავტომანქანას ცეცხლი გაუჩნდა

თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე ავტომანქანას ცეცხლი გაუჩნდა თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე, ავტომანქანას ცეცხლი გაუჩნდა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ ჭავჭავაძის გამზირზე, პიქსელის შენობასთან მოხდა.

ადგილზე მობილიზებულები იყვნენ მეხანძრეები. საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს თანამშრომლებმა ცეცხლის ლოკალიზება დროულად მოახერხეს. არსებული ინფორმაციით, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.

"ინტერპრესნიუსი"