პრეზიდენტი მერაბიშვილის შეწყალებას არ გეგმავს - კვირის პალიტრა

პრეზიდენტი მერაბიშვილის შეწყალებას არ გეგმავს

"უფლებებს შელახვა ადამიანის უდანაშაულობას არ ნიშნავს", - ასე უპასუხა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა "TV პირველის" ეთერში კითხვას,  შეიწყალებს თუ არა ვანო მერაბიშვილს, რომელიც სტრასბურგში საკუთარი უფლებების შელახვის გამო ჩივის.

მარგველაშვილის პასუხიდან ცხადი გახდა, რომ ის მერაბიშვილის შეწყალებას არ გეგმავს.

მან ასევ ილაპარაკა "ციანიდის საქმეზე" და პროკურატურის მიერ გავრცელებულ ჩანაწერებზე:

"ბუნებრივია, რომ მდომოდა, ეს ჩანაწერები ხელმისაწვდომი იქნებოდა, მაგრამ არც მანამდე შემიხედავს ვიდრე საჯარო გახდებოდა და არც მის მერე. მგონი, ერთადერთი ადამიანი, ვისაც ეს ჩანაწერები არ უნახავს, პატრიარქია. ჩემი ინფორმაციით, არ უნახავს და სწორს შვრება რომ არ ნახულობს. მე არ ვარ პროკურორი, მოსამართლე, კვალიფიციური, რომ ეს ჩანაწერები ვნახო. ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ პროკურორებს ჰქონდეთ გამოძიების შესაძლებლობა, ხოლო ადვოკატებს ჰქონდეთ შესაძლებლობა თავის მართლების. რასაც მედიაში ვუყურებ, ძალიან გახსნილი პროცესია", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტის თქმით, მას არასდროს არც ერთი ფარული ჩანაწერი არ უნახავს. "საზოგადოებსაც მოვუწოდებ, არ უყურონ ფარულ ჩანაწერებს, რაც არ უნდა იყოს, მათი ნახვა არაფერში გვჭირდება", - განაცხადა მარგველაშვილმა.