ე.წ. მესაზღვრეებმა შსს-ს თანამშრომელი გაიტაცეს
ე.წ. მესაზღვრეებმა შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა შიდა ქართლის სამმართველოს თანამშრომელი გაიტაცეს.
აღნიშნულ ინფორმაციას ადგილობრივი სამართალდამცველები ადასტურებენ. პოლიციელი ოკუპანტებმა ოკუპირებული ტერიტორიის მოსაზღვრედ მდებარე გუგუტიანთკარისა და ზარდიაანთაკარის მიმდებარე ტერიტორიიდან გაიტაცეს.
არსებული ინფორმაციით, ე.წ. მესაზღვრეებმა შსს-ს თანამშრომელი მაშინ დააკავეს, როცა ის შესვენებაზე იყო გასული.
ამ დროისთვის დაუზუსტებელია, სად გადაიყვანეს დაკავებული საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა.
"ინტერპრესნიუსი"