"მშვიდი და ცივი გონებით მოქმედების დროა" - როგორ ეხმაურება ბათუმის მოვლენებს ყოფილი პრემიერ-მინისტრი? - კვირის პალიტრა

"მშვიდი და ცივი გონებით მოქმედების დროა" - როგორ ეხმაურება ბათუმის მოვლენებს ყოფილი პრემიერ-მინისტრი?

ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ბათუმში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება. როგორც ღარიბაშვილი ”ფეისბუქის” გვერდზე წერს, ბათუმში განვითარებული მოვლენები სახელმწიფოებრიობის ტესტია, რაც პირდაპირ აისახება ჩვენი ქვეყნისა და ხალხის მომავალზე.

”არ შემიძლია უემოციოდ ვუყურო ბათუმში განვითარებულ სრულიად არანორმალურ, ანტისახელმწიფოებრივ და ქაოტურ მოვლენებს. ამის გამომწვევ მიზეზებზე საუბრისა და შეფასების დრო ახლა არ არის. ეს არის ძალიან სერიოზული გამოწვევა, რაზეც აუცილებელია დროული, გონივრული და მკაცრი რეაგირება მთავრობის მხრიდან!

ეს არის სახელმწიფოებრიობის ტესტი, რაც პირდაპირ აისახება ჩვენი ქვეყნისა და ხალხის მომავალზე, ამიტომ მშვიდი და ცივი გონებით მოქმედების დროა”, - წერს ირაკლი ღარიბაშვილი.

იხილეთ ასევე: "ვანდალიზმის არცერთი მონაწილე არ უნდა დარჩეს დაუსჯელი, არც მათი წამქეზებლები" - "ფბგამოხმაურებები" ბათუმში განვითარებულ მოვლენებზე