ავარია ფონიჭალაში - ერთმანეთს სატვირთო ავტომანქანა, მიკროავტობუსი და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა - კვირის პალიტრა

ავარია ფონიჭალაში - ერთმანეთს სატვირთო ავტომანქანა, მიკროავტობუსი და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა

ფონიჭალაში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს სატვირთო ავტომანქანა, თბილისი-რუსთავის მარშუტზე მოძრავი მიკროავტობუსი და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.

როგოროც “ინტერპრესნიუსის” კორესპონდენტი შემთხვევის ადგილიდან იტყობინება, არსებული ინფორმაციით, ავარიას მსხვერპლი არ მოჰყოლია. მსუბუქად დაშავდა რამდენიმე ადამიანი.

ავარია 17.00 საათისთვის მოხდა. ადგილზე მობილიზებული არიან სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადები და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.

"ინტერპრესნიუსი"