«საქართველო დიქტატურისკენ მიდის» - კვირის პალიტრა

«საქართველო დიქტატურისკენ მიდის»

«საქართველოს გზის» ლიდერის სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტ ჯოზეფ ბაიდენს მიაწვდიან ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ საქართველოს სურს დემოკრატია, თუმცა ხელისუფლების გადაწყვეტილებები დიქტატურისკენ გვიბიძგებს და «მანიფესტაციების შესახებ»" კანონში შეტანილ ცვლილებებს დიქტატურისკენ გადადგმული ნაბიჯი უწოდა.

«"ალიანსი საქართველოსთვის»" წარმომადგენლის, მანანა ნაჭყებიას განცხადებით კი ხელისუფლებამ თავის თავზე მოირგო კანონები, რაც დაუშვებელია ცივილიზებული ქვეყნისთვის: «"ეს კანონი ხელ-ფეხს უხსნის პოლიციას. ხელისუფლება, რომელიც მიტინგებით მოვიდა, აცხადებს, რომ ამ მეთოდებით ბრძოლა დაუშვებელია. ეს სამართლიანობისთვის ბრძოლის საშუალებას გვისპობს»". «პროტესტს, რომელიც საზოგადოებაში არსებობს, ვერანაირი კანონპროექტი ვერ შეაჩერებს, - განაცხადა ლევან გაჩეჩილაძემ, - "ვიდრე ხელისუფლება ძალადობას არ მოიშლის, აქციები მანამდე გაგრძელდება. დიქტატორული რეჟიმი, სადაც ერთი ან სამი კაცი წყვეტს ყველაფერს და კანონებზე მაღლა დგას, უმძიმესია ქვეყნისთვის».