"ვინც ჩემთან ჩემი ერთადერთი შვილით ვაჭრობას აპირებთ, იცოდეთ, არ გამოგივათ!" - რატომ დააკავეს ხატია დეკანოიძის ვაჟი? - კვირის პალიტრა

"ვინც ჩემთან ჩემი ერთადერთი შვილით ვაჭრობას აპირებთ, იცოდეთ, არ გამოგივათ!" - რატომ დააკავეს ხატია დეკანოიძის ვაჟი?

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრის, საქართველოს განათლების ყოფილი მინისტრის და უკრაინის ეროვნული პოლიციის ექსშეფის, ხატია დეკანოიძის ვაჟი, თორნიკე კოპალეიშვილი დააკავეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ინფორმაციით, დაკავებულს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა უკვე შეეფარდა. ახალგაზრდას 260-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს ედავებიან, რაც ნარკოტიკის შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

მომხდარს სოციალურ ქსელში ხატია დეკანოიძე გამოეხმაურა.

"ვინც ჩემთან ჩემი ერთადერთი შვილით ვაჭრობას აპირებთ, იცოდეთ, არ გამოგივათ! გამორიცხულია! მასზე ძვირფასი არავინ მყავს, თუმცა ჩემი ღირსება არასდროს იქნება ვაჭრობის საგანი. დედა, არ შეგეშინდეს!", - წერს ხატია დეკანოიძე "ფეისბუკში".

ხატია დეკანოიძის ბიჭმა სკოლა 2016 წელს დაამთავრა, ამ დღის აღსანიშნავად დედამ შვილს სოციალურ ქსელში პოსტი მიუძღვნა.

"არც ისე იდეალური დედა ვარ. ბოლო ერთი წელი ჩემი შვილის გვერდით არ ვყოფილვარ, რაც ძალიან მტკივნეულია ჩემთვის. და აი, მან დაამთავრა სკოლა. ერთადერთი რაც მინდა არის ის, რომ ის იყოს სამართლიანი, კეთილი და სამშობლოს მოყვარული. ჩემი შვილი უკვე დიდია", - დაწერა ხატია დეკანოიძემ 2016 წლის 27 მაისს.

წყარო