გავრცელებული ინფორმაციით, ჟურნალისტი და ტელეწამყვანი დიმა ობოლაძე ტელეკომპანია "რუსთავი 2"- ს ტოვებს და სამუშაოდ ტელეკომპანია "იმედში" გადადის. ინფორმაციის გადასამოწმებლად ტელეკომპანიის გენერალური დირექტორის მოადგილეს, ზაალ უდუმაშვილს დავუკავშირდით.როგორც მან განაცხადა, ეს ინფორმაცია პირველად გაიგო და დიმა ობოლაძესთან ამ საკითხზე არ უსაუბრია:"ამ თემაზე დიმა ობოლაძესთან ჯერ არ მისაუბრია. ეს ინფორმაცია პირველად მესმის", - გვითხრა ზაალ უდუმაშვილმა.ჩვენ დიმა ობოლაძესაც დავუკავშირდით.- ხვალ ვიქნები მზად ყველა პასუხისთვის, დღეს არაფერს ვამბობ.- ადასტურებთ, რომ თქვენი "რუსთავი 2"-დან წასვლის საკითხი დღის წესრიგში დგას?- ვადასტურებ, რომ ეს საკითხი დღის წესრიგში დგას, შესაძლოა "რუსთავი 2" დავტოვო.- თუმცა წახვალთ თუ არა "იმედში" თუ სხვა ტელეკომპანიაში ამას არ ამბობთ...- ჯერჯერობით დეტალებზე ვერ ვისაუბრებ. ახლა ვარ რაღაცეების გარკვევის პროცესში. მინდა, რომ ყველაფერი დაკონკრეტებული იყოს, როცა ვიტყვი რაღაცას.თეა ბეჟიტაშვილი (სპეციალურად საიტისთვის)