ბათუმის მოვლენებში მონაწილე 6 პირი სისხლის სამართლის ბრალდებით დააკავეს - კვირის პალიტრა

ბათუმის მოვლენებში მონაწილე 6 პირი სისხლის სამართლის ბრალდებით დააკავეს

სამართალდამცავებმა ბათუმში რამდენიმე დღის წინ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით კიდევ 6 პირი დააკავეს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, ამჯერად საქმე „სისხლის სამართლის კოდექსის“ საფუძველზეა აღძრული.

დაკავება განხორციელდა ორი მუხლით. ესენია „სისხლის სამართლის კოდექსის“ 225 - ე მუხლი, რაც მასობრივ არეულობას გულისხმობს და 353-ე პრიმა მუხლი, რაც ითვალისწინებს პოლიციელზე თუ ხელისუფლების სხვა წარმომადგენელზე ან საჯარო დაწესებულებაზე თავდასხმას.

„გამოძიება გრძელდება. ვაგრძელებთ პირების იდენტიფიცირებას და მტკიცებულებების შეგროვებას“, - განაცხადეს შსს-ში.

"ინტერპრესნიუსი"