"მამა მისკენ წალდით თუ ნაჯახით წავიდა, რა დროსაც თოფი ესროლა" - ვანის რაიონში შვილმა მამა მოკლა - კვირის პალიტრა

"მამა მისკენ წალდით თუ ნაჯახით წავიდა, რა დროსაც თოფი ესროლა" - ვანის რაიონში შვილმა მამა მოკლა

ვანში, სოფელ ზეინდარში შვილმა მამა თოფით მოკლა.

არსებული ინფორმაციით, შემთხვევა გუშინ საღამოს მოხდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ვანის გამგებლის წარმომადგენელმა სოფელ ზეინდარში ბადრი ადეიშვილმა განაცხადა, მამა- შვილს ოჯახში კონფლიქტი ხშირად ჰქონდა.

"როგორც ვიცი, მამა და შვილი ხშირად ჩხუბობდნენ. უსიამოვნება ჰქონდათ ოჯახში. როგორც შვილმა გამომძიებელს უთხრა, მამა მისკენ წალდით თუ ნაჯახით წავიდა, რა დროსაც მამას თოფი ესროლა," - განაცხადა ბადრი ადეიშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"