3100-ლარიანი ჯარიმა ნიკა გვარამიას ცემისთვის - კვირის პალიტრა

3100-ლარიანი ჯარიმა ნიკა გვარამიას ცემისთვის

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლავრენტი მაღლაკელიძემ რატი გაჩეჩილაძე ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას ცემაში დამნაშავედ სცნო და მას სასჯელის სახით 3 100-ლარიანი ჯარიმა დააკისრა.

მოსამართლემ სასჯელის გამოყენებისას, იმ გარმემოებებით იხელმძღვანელა, რომ რატი გაჩეჩილაძე დანაშაულს აღიარებს და წარსულში ნასამართლევი არაა. გაჩეჩილაძეს შეფარდებული ჯარიმიდან 100 ლარი, პატიმრობაში გატარებული პერიოდის სანაცვლოდ ჩამოაკლდა და საბოლოოდ მას 3 ათას ლარიანი ჯარიმის გადახდა დაეკისრა.

ტელეკომპანია "რუთავი 2"-ის გენერალურ დირექტორს ნიკა გვარამიას ფიზიკურად 7 იანვარს თბილისის ერთ-ერთ რესტორანში გაუსწორდნენ. ინციდენტიდან რამდენიმე საათში რატი გაჩეჩილაძემ ნიკა გვარამიას ცემის ფაქტი აღიარა და პოლიციას ჩაბარდა. მას აღკვეთის ღონისძიების სახით 5 ათას ლარიანი გირაო ჰქონდა შეფარდებული.

იხილეთ ასევე:

"პატარა სილა ააწნა... ბოდიში გვარამიამ მოუხადოს მთელ საქართველოს"

"მე რამდენჯერ მცემეთ? ძვლებს რომ მიმსხვრევდით, მაშინ რატომ არ გმობდით ძალადობას"? - როგორ ეხმაურებიან გვარამიას ცემას "ფეისბუკში"?

"ინტერპრესნიუსი"