6-წლიანი პატიმრობა ჩეხი ტურისტის გაუპატიურებისთვის - კვირის პალიტრა

6-წლიანი პატიმრობა ჩეხი ტურისტის გაუპატიურებისთვის

სიღნაღის რაიონულმა სასამართლომ უცხოელი ტურისტის გაუპატიურების ბრალდებით დაკავებული ახალგაზრდა მამაკაცი დამნაშავედ ცნო და მას 6 წლითა და 3 თვით პატიმრობა მიუსაჯა.

ბრალდებულის ადვოკატის დავით ბეგიაშვილის განცახდებით, ეს განაჩენი სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრდება.

სიღნაღის რაიონული სასამართლო სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლით დაკავებული პირის საქმეს 9 თვის განმავლობაში განიხილავდა.  შემთხვევა 2016 წლის ივნისში ერთ-ერთ საოჯახო სასტუმროში იმ დროს მოხდა, როდესაც ტურისტები სახლის მეპატრონესთან ქეიფობდნენ. 30 წლამდე ქალბატონმა გაუპატიურების შესახებ პოლიციაში თავად განაცხადა.