პიტერ სიიარტო: "რატომ უნდა მრცხვენოდეს იმის თქმის, რომ ქრისტიანობაც დაცვას საჭიროებს?" - კვირის პალიტრა

პიტერ სიიარტო: "რატომ უნდა მრცხვენოდეს იმის თქმის, რომ ქრისტიანობაც დაცვას საჭიროებს?"

გასულ კვირას საქართველოს საქმიანი ვიზიტით უნგრეთის საგარეო საქმეთა და საგარეო ვაჭრობის მინისტრი პიტერ სიიარტო ეწვია. შეხვედრების მთავარი თემა იყო ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავება და საქართველოში უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის სამომავლო ვიზიტი.

"კვირის პალიტრასთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში მინისტრმა არაერთი უმნიშვმელოვანესი საკითხი მიმოიხილა, მათ შორის თურქეთსა და ნიდერლანდს შორის დიპლომატიური სკანდალის შემდეგ, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ცნობილი განცხადებაც, - ევროპაში ეკლესიური წმინდა ომები დაიწყებაო...

- როცა რელიგიას ეხება საქმე, ჩვენი პოზიცია მტკიცეა - ჩვენ ქრისტიანი ქვეყანა ვართ. დღეს მსოფლიოში თუ რომელიმე რელიგიას მართლა დევნიან, ეს სწორედ ქრისტიანობაა - სტატისტიკა სწორედ ამას მოწმობს - იმის გამო, რომ ქრისტიანია, ძალიან ბევრმა ადამიანმა დაკარგა არა მარტო საცხოვრებელი, არამედ სიცოცხლეც.

ასე რომ, ამაზე ლაპარაკისა და ხმის ამაღლების არ უნდა მოგვერიდოს. პირდაპირ გეტყვით - მომბეზრდა, რომ ყოველთვის, როდესაც ამაზე ევროკავშირში ვლაპარაკობ, საბოლოოდ ყველაფერი რელიგიური უმცირესობების უფლებების დაცვაზე საუბრით მთავრდება. რა თქმა უნდა, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ რატომ უნდა მრცხვენოდეს იმის თქმის, რომ ქრისტიანობაც დაცვას საჭიროებს? პირადად ჩემთვის, როგორც ქრისტიანისთვის, ეს უფრო მნიშვნელოვანია. მაგრამ რაც უნდა იყოს, ვიმედოვნებ, ევროპაში არანაირი რელიგიური ომები არ იქნება. ვფიქრობ, პრეზიდენტმა ერდოღანმა პატივი უნდა სცეს იმას, რომ ევროპა ქრისტიანია, ეს ქრისტიანული სამყაროა.

ქრისტიანობისთვის კი, თავის მხრივ, დაუშვებელია შეუწყნარებლობა, ასე რომ, ქრისტიანობა არ უნდა ნიშნავდეს ანტი-მუსლიმანობას. მშვიდობიანი თანაცხოვრება შესაძლებელია, ამას ისტორია ადასტურებს, მაგრამ ამისთვის ყველამ უნდა აღიაროს და გაითავისოს, რომ ევროპა ისტორიულად ქრისტიანი კონტინენტია, ჩვენ კი, თუ პატივი არ ვეცით საკუთარ ისტორიას, საკუთარ ფესვებსა და რელიგიას, სხვების პატივისცემას როგორ ვისწავლით? იხილეთ სრულად