საინფორმაციო-საგანმანათლებლო პროექტი, რომელიც მასწავლებლის ინფორმირებასა და პროფესიის პოპულარიზაციას ემსახურება - კვირის პალიტრა

საინფორმაციო-საგანმანათლებლო პროექტი, რომელიც მასწავლებლის ინფორმირებასა და პროფესიის პოპულარიზაციას ემსახურება

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი უკვე არაერთი წელია ახორციელებს საინფორმაციო-საგანმანათლებლო პროექტს, რომელიც შედგება ოთხი კომპონენტისგან - ჟურნალი "მასწავლებელი", ინტერნეტგაზეთი "mastsavlebeli.ge", მასწავლებლის ბიბლიოთეკა - "მასწავლებლის წიგნი" და სამეცნიერო-რეფერირებადი ელექტრონული ჟურნალი "განათლების მეცნიერება". აღნიშნული გამოცემების რედაქტორი გახლავთ მწერალი ნატალია ინგოროყვა, რომლის თქმით, ეს პროექტი მასწავლებლების პროფესიული ზრდის ხელშეწყობას, ინფორმირებასა და მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაციას ემსახურება.

ჟურნალი "მასწავლებელი" პირველად 2008 წელს გამოიცა. მას შემდეგ, უკვე მეათე წელია იგი ბეჭდური სახით გამოდის და საქართველოს ყველა სკოლასა და საგანმანათლებლო რესურსცენტრს საჩუქრად გადაეცემა. რაც შეხება, ინტერნეტგაზეთ "mastsavlebeli.ge"-ს, მისი დაარსება დღის წესრიგში საგანმანათლებლო რესურსზე დიდი მოთხოვნილების გამო დადგა, მასწავლებლებს პროფესიული განვითარებისთვის მეტი ხელშეწყობა და პროფესიის რეგულირების გზაზე , უფრო ფართო ინფორმაცია და რესურსი ჰქონოდათ. "mastsavlebeli.ge" 2012 წლის მარტში შეიქმნა და დღემდე მკითხველებში ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს. ინტერნეტგაზეთი მხოლოდ მასწავლებლებისთვის განკუთვნილი სივრცე არ არის, მასში მნიშვნელოვანი რესურსების პოვნა შეიძლება მშობლის, მოსწავლის, განათლების სპეციალისტების და ზოგადად განათლების საკითხებით დაინტერესებული საზოგადოებისათვის", - აღნიშნავს ნატალია ინგოროყვა.

მისი განმარტებით აღნიშნული ინტერნეტგაზეთი მხოლოდ მასწავლებლის დამხმარე მასალებით უზრუნველყოფას კი არ ემსახურება, არამედ გაცილებით მრავალფეროვანი და დინამიურია და სხვადასხვა სფეროს მოიცავს.

"ყოველ სამუშაო დღეს ვებ-გვერდს ემატება 3-4 ახალი რესურსი. გვყავს საინტერესო ბლოგერები, რომლებიც წერენ ბლოგებს იმის შესახებ, თუ როგორ უნდა მოხდეს სასწავლო პროცესში ადამიანური ღირებულებების და საჭირო უნარების ინტეგრირება, ასევე წარმოდგენილია ბლოგები სოციალურ თუ გენდერის თემაზე, უმცირესობების თემაზე და სხვა. რაც მთავარია, ამ გაზეთის ხიბლი მკითხველისთვის ის არის, რომ თავის მკითხველს პედესტალიდან კი არ ესაუბრება, არამედ აძლევს რჩევა-დარიგებებს, უზიარებს საერთაშორისო გამოცდილებას და ა.შ. ვებგვრდზე მკიტხველი მოისმენს და ნახავს ასევე ვიდეობლოგებს, რომლებიც პოპულარიზაციას უწევს მასწავლებლის პროფესიას. ჩვენი ბლოგერები და ავტორები არაერთი საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებულები არიან, mastsavlebeli.ge-ზე გამოქვეყნებული სტატიების გამო", - განმარტავს ნატალია ინგოროყვა.

mastsavlebeli.ge-ს ფარგლებში, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, მასწავლებლებისთვის განკუთვნილ წიგნებსაც მასწავლებლის ბიბლიოთეკის სერიით და ამ დროისთვის გამოცემულია 7 "მასწავლებლის წიგნი". წიგნები მასწავლებელთა პროფესიულ განვითარებას, საბუნებისმეტყველო საგნების სწავლებას, დაწყებითი საფეხურის სწავლების საკითხებზე მომზადა და ასევე გამჭოლი კომპეტენციების, შეფასების სისტემისა და ინტერაქტიური მეთოდების დანერგავს მოიცავდა. მიმდინარე წელს იგეგმება კიდევ ორი წიგნის გამოცემა. ეს წიგნები, ისევე როგორც ჟურნალი "მასწავლებელი" საქართველოს მასშტაბით ყველა სკოლას და რესურსცენტრს საჩუქრად ურიგდება.

რაც შეეხება მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის აღნიშნული პროქტის მეოთხე კომპონენტს - სამეცნიერო-რეფერირებად ელექტრონულ ჟურნალს განათლების მკვლევარებისთვის- "განათლების მეცნიერებას", იგი 2016 წელს დაარსდა და განათლების მეცნიერებების პოპულარიზაციას და მისი განმვითარების ხელშეწყობას ემსახურება.

ჟურნალი "განათლების მკვლევარებისთვის" ინტერნეტსივრცეში გასულ წელს დარეგისტრირდა, მისმართზე jes.org.ge საიტზე პეროდულად ვიღებთ სტატიებს განათლების მკვლევარებისაგან, გვყავს რედკოლეგია, ფარული რეცენზენტები, გვაქვს შეფასების სისტემა, რომლის მიხედვითაც რეცენზენტები აფასებენ გამოგზავნილ სტატიებს. ამ სატიებიდან საუკეთესოებს ვაქვეყნებთ, ხოლო თუ რეცენზენტებს რაიმე სახის შენიშვნები ან რჩევები აქვთ ვაწვდით ავტორებს და ვაძლევთ მათ საშუალებას თავიანთი სტატიები ჟურნალის ფორმატს მოარგონ. ჩვენთან თანამშომლობა ძალიან მარტივია - დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ სტატია ელფოსტის მეშვეობით გამოაგზავნონ, ჩვენ აუცილებლად გამოვეხმაურებით მათ და მივაწვდით ყველა დეტალზე ამომწურავ ინფორმაციას. კვლევების გამოგზავნა შეუძლიათ არა მხოლოდ განათლების მეცნიერებს, არამედ იმ მასწავლებლებსაც რომლებიც კვლევას ატარებენ სასწავლო პროცესში. აღნიშნული სამეცნიერო-რეფერირებული ჟურნალის ფარგლებში, 2017 წლის სექტემბერში დაგეგმილია პირველი სამეცნიერო კონფერენცია თემაზე - "ღირებულებები განათლებაში". იმედი მაქვს ჩვენი მკვლევარები აქტიურად ჩაერთვებიან კონფერენციაში. ამომწურავი ინფორმაცია კონფერენციის შესახებ გამოქვეყნდება jes.org.ge - ზე", - აცხადებს ნატალია ინგოროყვა.