ქალმა მამაკაცი დაჭრა - დანაშაული სექსუალური ძალადობის ნიადაგზე - კვირის პალიტრა

ქალმა მამაკაცი დაჭრა - დანაშაული სექსუალური ძალადობის ნიადაგზე

მარნეულში ქალმა მამაკაცი დაჭრა. გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა სექსუალური ძალადობის მცდელობის ნიადაგზე მოხდა, რის გამოც ქალმა მამაკაცს ბასრი საგნით ჭრილობა მიაყენა.

დაჭრილი მამაკაცი ამ დროისთვის საავადმყოფოშია გადაყვანილი. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

როგორც ”ინტერპრესნიუსს” შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლითაა აღძრული, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.