გურჯაანში 4 წლის ბავშვს სატვირთო ავტომანქანა დაეჯახა - კვირის პალიტრა

გურჯაანში 4 წლის ბავშვს სატვირთო ავტომანქანა დაეჯახა

გურჯაანში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. 4 წლის ბავშვს სატვირთო ავტომანქანა დაეჯახა. როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი კახეთიდან იუწყება, მცირეწლოვნის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

აღსანიშნავია, რომ გურჯაანის ჯეო-ჰოსპიტალსიდან ბავშვი ცოტა ხნის წინ თბილისში გადმოიყვანეს.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, საქმე "სისხლის სამართლის კოდექსის" 276-ე მუხლის პირველი ნაწილით აღიძრა, რაც "ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას" გულისხმობს.

"ინტერპრესნიუსი"