ვარჯიშები ტვინისთვის
დიდხანს ერთი და იმავე სამუშაოს შესრულებისას ტვინი იღლება და უჭირს ახალ სამუშაოზე კონცენტრირება, ამიტომ საჭიროა მისი მუდმივად ვარჯიში, ახალი ენერგიით "დატენვა".
ტვინის ვარჯიში შეიძლება შეასრულოთ სადაც გსურთ: სამსახურში, შინ, გაზქურასთან და აბაზანაშიც კი.
- მეტი იმოძრავეთ. მისდიეთ სპორტს (ცურვა, ველოსიპედით სეირნობა, თხილამურებით სრიალი). იარეთ ფეხით, იცეკვეთ, ისეირნეთ ბუნებაში... დაიხსომეთ: ამ დროს ტვინს მეტი სისხლი მიეწოდება.
- ხელი მიჰყავით მედიტაციას. დღეში 15 წუთი მოდუნდით, მოადუნეთ ყურადღება, არაფერზე იფიქროთ, ეს გაგიუმჯობესებთ ყურადღებასა და მეხსიერებას.
- ღრმად ისუნთქეთ. ეს ყველაზე მარტივი და ეფექტიანი ვარჯიშია. ღრმად სუნთქვის დროს ორგანიზმი დუნდება და ტვინამდე მეტი ჟანგბადი აღწევს.
- საღამოს ოთახში ჩააქრეთ სინათლე და თვალდახუჭულმა მეხსიერების დახმარებით იარეთ, თვალდახუჭულმა მიიღეთ შხაპი - ეს ვარჯიშები ააქტიურებს ტვინს და აუმჯობესებს ყურადღების კონცენტრაციას, მეხსიერებას.
- თვალდახუჭულმა გაიხეხეთ კბილები, გადაწმინდეთ მაგიდა, დაჭერით პური ცაციამ - მარჯვენა ხელით და პირიქით.
- შეიძინეთ ის ჟურნალ-გაზეთები, რომლებიც არ გაინტერესებდათ, მაგალითად, მოდების ჟურნალის ნაცვლად - ჟურნალი ავტომობილებზე, ცხოველებსა და ბუნებაზე, მოგზაურობაზე...
- დილას ტვინს "გამოღვიძებაში" დაეხმარება რომელიმე ეთერზეთის (რომლის მიმართაც ალერგიული არა ხართ) შესუნთქვა...
- დაიწყეთ უცხო ენის შესწავლა - ეს ტვინს დაეხმარება მეხსიერების გააქტიურებასა და ასოციაციური აზროვნების განვითარებაში.
- მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ ყურადღების კონცენტრირებისა და ორიგინალური გადაწყვეტილების მიღებაში ტვინს ეხმარება ყავა და შოკოლადი. თუმცა ზომიერების დაცვა აუცილებელია.
- მიიღეთ ცხიმოვანი მჟავებით მდიდარი საკვები (მაგალითად, ორაგული), რომელიც მონაწილეობს თავის ტვინისა და ნერვული სისტემის უჯრედების წარმოქმნაში.
- ნიგოზი ტვინს ეხმარება კონცენტრირების გახანგრძლივებაში. მაგალითად, თუკი აპირებთ მოხსენებით გამოსვლას, ან მოგიწევთ საჭესთან ან კომპიუტერთან დიდხანს ჯდომა, მიირთვით 50-100 გ ნიგოზი.