ყაჩაღობა "ჭაშნაგირთან"? - რესტორანთან დილიდან პოლიციელები არიან მობილიზებული - კვირის პალიტრა

ყაჩაღობა "ჭაშნაგირთან"? - რესტორანთან დილიდან პოლიციელები არიან მობილიზებული

დიღომში, რესტორან "ჭაშნაგირთან" პოლიცია მუშაობს. ტერიტორია სპეციალური ამკრძალავი ლენტითაა შემოსაზღვრული. შემოსაზღვრულ არეალში განთავსებულია "მერსედესის" მარკის ტაქსი და საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამსახურის წარმომადგენლები სამუშაოებს სწორედ აღნიშნულ ავტომანქანაში ახორციელებენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, რესტორან "ჭაშნაგირთან" საპატრულო პოლიციის მუშაობა ყაჩაღობას უკავშირდება.

როგორც "ინტერპრესნიუსს" შსს-ში განუცხადეს, აღნიშნულ რესტორანთან ტაქსი დააყაჩაღეს.

მათივე ინფორმაციით, გამოძიება "სისხლის სამართლის კოდექსის" 179-ე მუხლით დაიწყო, რაც სწორედ ყაჩაღობას გულისხმობს.

"მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები", - აღნიშნეს უწყებაში.

"ინტერპრესნიუსი"