შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილ მოადგილეს თავს დაესხნენ - კვირის პალიტრა

შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილ მოადგილეს თავს დაესხნენ

არსებული ინფორმაციით, შს მინისტრის ყოფილ მოადგილე გელა ხვედელიძეს თავს დაესხნენ. აღნიშნულ ინფორმაციას გაზეთ ”ქრონიკა +”-ის მთავარი რედაქტორი ელისო კილაძე ავრცელებს.

კილაძის თქმით, ხვედელიძეზე თავდასხმა დღეს დილით, მისსავე საცხოვრებელ სახლთან მოხდა. მისივე განცხადებით, შს მინისტრის ყოფილ მოადგილეზე თავდასხმის თვითმხილველია.

კილაძის ინფორმაციით, გელა ხვედელიძეს თავს ნიღბიანი პირები დაესხნენ და ამ დროისთვის ის საავადმყოფოშია მოთავსებული.

შსს-ში გელა ხვედელიძეზე მომხდარ თავდასხმაზე კომენტარს ჯერჯერობით არ აკეთებენ.

"ინტერპრესნიუსი"