აფეთქება სანკტ-პეტერბურგის მეტროში - არიან დაღუპულები და დაშავებულები - კვირის პალიტრა

აფეთქება სანკტ-პეტერბურგის მეტროში - არიან დაღუპულები და დაშავებულები

სანკტ-პეტერბურგის მეტროპოლიტენის ერთ-ერთ სადგურზე აფეთქება მოხდა. ამის შესახებ სააგენტო „ტასი“ იუწყება.

როგორც ადგილობრივი მედია წერს, ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, სულ მცირე 10 ადამიანია დაღუპული. დაშავებულთა რაოდენობა კი 50-მდე აღწევს.

რუსი სამართალდამცველების ინფორმაციით, სანკტ-პეტერბურგის მეტროში აფეთქების მიზეზი ვაგონში დაუდგენელი მოწყობილობის ამოქმედება იყო.

ინციდენტის შედეგად სანკტ-პეტერბურგის მეტროპოლიტენის 7 სადგური დაიხურა.