პუტინი: "განიხილება ყველა ვერსია, მათ შორის ტერორისტული აქტი" - კვირის პალიტრა

პუტინი: "განიხილება ყველა ვერსია, მათ შორის ტერორისტული აქტი"

ცოტა ხნის წინ, სანკტ-პეტერბურგის მეტროში აფეთქება მოხდა.

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, სულ მცირე 10 ადამიანია დაღუპული. დაშავებულთა რაოდენობა კი 50-მდე აღწევს.

რუსი სამართალდამცველების ინფორმაციით, სანკტ-პეტერბურგის მეტროში აფეთქების მიზეზი ვაგონში დაუდგენელი მოწყობილობის ამოქმედება იყო. მომხდარის გამო მოსკოვის მეტროპოლიტენში უსაფრთხოების ზომები გაძლიერებულია.

როგორც "ბი-ბი-სი" იუწყება, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებით, სანკტ-პეტერბურგის მეტროში მომხდარი აფეთქების მიზეზი ჯერ დადგენილი არ არის, თუმცა განიხილება ყველა ვერსია, მათ შორის ტერორისტული აქტი.

აღნიშნულ ინციდენტთან დაკავშირებით რუსეთის პრეზიდენტი უკვე გაესაუბრა რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის დირექტორს.