ანეკდოტები
იაფი ოპერაცია
დიდი ხნის უნახავმა გურულებმა ერთმანეთი მოიკითხეს. ერთმა შესჩივლა მეორეს, - მესამედ გავიკეთე კუჭის ოპერაცია, იმდენი ფული დამიჯდა, ყელამდე ვალებში ვარო! მეორემ უპასუხა: - ძამა, შენც რას ჩააცივდი ამ კუჭს, ყველა ბრმა ნაწლავის ოპერაციას იკეთებს, შედარებით იაფი ჯდება და კარგადაც არიანო.
მოთხვრილი ბავშვი
- რა საშინლად ითხვრებიან ხოლმე ბავშვები! - შესჩივლა ერთმა ქალმა მეორეს.
- მართალი ხარ, - დაუდასტურა მეორემ, - გუშინ, სანამ ჩემსას ვიპოვიდი, სამი ბავშვი დავბანე.
საჭირო კაცი
პარლამენტარი ჯდება ტაქსიში. მძღოლი ეკითხება:
- საით?
- რა ვიცი, აბა, ყველგან საჭირო კაცი ვარ...