არის თუ არა მაიონეზი მავნე პროდუქტი? - კვირის პალიტრა

არის თუ არა მაიონეზი მავნე პროდუქტი?

ეს კითხვა მაიონეზის მოყვარულ ბევრ ადამიანს აწუხებს. პასუხი მარტივია - არა.

შეიძლება ეს საკითხი შემდეგნაირად განვიხილოთ. მავნეა თუ არა ის ინგრედიენტები, რომლებიც სწორად წარმოებულ მაიონეზში შედის. ნატურალური ზეითუნის ზეთი, კვერცხის გული, ნატურალური მზესუმზირის ზეთი, ლიმონის წვენი, წყაროს წყალი და სუნელები? პასუხი ყველამ იცის. მავნე კი არა, ძალიან სასარგებლოა. ჰოდა, დასკვნა ლოგიკურია და ის, ალბათ, ბევრს გაახარებს - მაიონეზი სასარგებლო პროდუქტია.

მაიონეზის სასარგებლო თვისებების შესახებ ეჭვები საბოლოოდ გაქრება, თუ ცალ-ცალკე განვიხილავთ მისი თითოეული ინგრედიენტის მახასიათებლებს.

ნატურალური ზეითუნის ზეთის მდიდარია ომეგას სპექტრის მჟავებით და ვიტამინებით A, B, C, D, E, F, K, რომლებიც ხელს უწყობენ ძვლოვანი და კუნთოვანი ქსოვილის განმტკიცებას.

კვერცხის გული მდიდარია A და B ვიტამინებით. ის შეიცავს ხოლინს, რომელიც ამცირებს სარძევე ჯირკვლების კიბოს რისკს. დღეში ერთი კვერცხის მიღება კი ნებისმიერი ადამიანისთვის აუცილებელია.

მზესუმზირის ზეთის რეგულარული გამოყენება ქოლესტერინის დონეს არეგულირებს, ორგანიზმს ათეროსკლეროზისა და გულ-სისხლძარღვთა დაავადებებისაგან იცავს, კუჭ-ნაწლავის მოქმედებას უწყობს ხელს.

ლიმონის წვენი შეიცავს C ვიტამინს და ამაგრებს იმუნიტეტს. ლომონი, ასევე, შეიცავს ვიტამინ P-ს, რომელიც თრომბოზის პროფილაქტიკისთვის აუცილებელია. ის ასუფთავებს ღვიძლს. სასარგებლოა გულ-სისხლძარღვთა სისტემისთვის.

წყაროს წყალი ნიადაგში დინების დროს მდიდრდება სასარგებლო მინერალებით.

ახალ სუნელებს კარგ გემოვნურ თვისებებთან ერთად სასარგებლო თვისებებიც აქვს და მათი მიღება ორგანიზმისთვის სასურველია.

ახლა საკითხი შეგვიძლია მეორე კუთხით განვიხილოთ. არის თუ არა ყველა მაიონეზი სასარგებლო? ამ კითხვაზე პასუხის გაცემა შედარებით რთულია. ხარისხის კონტროლი საქართველოში დაბალ დონეზეა. ამიტომ მომხმარებლის ამა თუ იმ პროდუქტის სიჯანსაღის შესახებ თავად უწევს გადაწყვეტილების მიღება.

კარგი მაიონეზის ამოსაცნობად რამდენიმე საშუალება არსებობს. მათ შორის უპირველესია გემო. აუცილებლად უნდა მიაქციოთ ყურადღება მაიონეზის სტრუქტურას. ის კერძის მომზადების დროს მაღალ ტემპერატურასაც უნდა იტანდეს და წყლად არ უნდა მიდიოდეს ცივ კერძებში. ემულგატორების შემცველი მაიონეზის შენახვის ვადა დიდია. ჯანსაღი მაიონეზის შემთხვევაში კი, ვადა გაცილებით მცირდება.

ქართულ ბაზარზე ხელმისაწვდომ მაიონეზებს შორის განსაკუთრებული ადგილი ”სლობოდას” უკავია და მომხმარებლის მოთხოვნას ხარისხის ნაწილში სრულად აკმაყოფილებს. რაც შეეხება სახეობებს, “სლობოდა” მაიონეზის მოყვარულებს 3 განსხავებულ გემოს სთავაზობს.

ესენია „ოლივკოვი“ ზეითუნის ზეთზე დამზადებული მაიონეზი, „პროვანსალი“ მზესუმზირის ზეთზე დამზადებული მაიონეზი, რომელიც უფრო ფრანგული კლასიკური მაიონეზის გემოვნური თვისებებით გამოირჩევა და „სამარხვო სლობოდა”, რომელიც არ შეიცავს კვერცხის გულს. ის დაბალკალორიული პროდუქტია და გამოიყენება დიეტური კვების დროს.

R