"ჯერ მამას ვნახავ საავადმყოფოში, მერე კი შვილს, რომელიც ჯერ არ მინახავს" - გუკა რჩეულიშვილმა საპატიმრო დატოვა - კვირის პალიტრა

"ჯერ მამას ვნახავ საავადმყოფოში, მერე კი შვილს, რომელიც ჯერ არ მინახავს" - გუკა რჩეულიშვილმა საპატიმრო დატოვა

გურამ(გუკა) რჩეულიშვილმა გლდანის მე-8 სასჯელაღსრულების დაწესებულება დატოვა. გლდანის ციხესთან მას ახლობლები, ოჯახის წევრები და მეგობრები დახვდნენ.

გურამ(გუკა) რჩეულიშვილის განცხადებით, ის წარდგენილ ბრალში თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს.

როგორც რჩეულიშვილმა საპატიმროს დატოვებისას განაცხადა: "ჯერ მამას ვნახავ საავადმყოფოში, მერე კი შვილს, რომელიც ჯერ არ მინახავს".

რჩეულიშვილი მიიჩნევს, რომ სასამართლოს მიერ შეფარდებული გირაო მკაცრი სასჯელია, ვინაიდან თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს.

სასამართლომ გურამ რჩეულიშვილი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. მოსამართლე მაია შოშიაშვილის გადაწყვეტილებით, "ცენტრ პოინტის" საქმის "ბათუმის მაგნოლიას" ეპიზოდზე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა 30 000-ლარიანი გირაოთი შეეცვალა.

გურამ რჩეულიშვილს ასევე დაევალა, ჩააბაროს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა და პასპორტი.

"ინტერპრესნიუსი"