"მესამე დღეა შიმშილობს" - როგორია დეკანოზ გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა? - კვირის პალიტრა

"მესამე დღეა შიმშილობს" - როგორია დეკანოზ გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა?

"მამა გიორგი მამალაძე უკვე მესამე დღეა შიმშილობს და ძალიან დაუძლურებულია", - ამის შესახებ დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატმა გიორგი ფანცულაიამ დეკანოზის მონახულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

"ის ძალიან დაუძლურებულია, უკვე მესამე დღეა შიმშილობს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, არაერთხელ აღვნიშნე, აქამდეც არ იყო სახარბიელო და დღეის მდგომარეობით კიდევ უფრო რთულია. საუბრის კუთხით ჯერჯერობით ადეკვატურია და მას საუბარი შეუძლია. ექიმები ნახულობენ, ვერ ვიტყვი რომ არ ნახულობენ, არის პერიოდული კონსულტაცია", - განაცხადა გიორგი ფანცულაიამ.

მან ასევე მიმართა სასულიერო პირებს, რომ მამა გიორგი მამალაძეს უნდა მათთან შეხვედრა. "ძალიან მინიმალური მოთხოვნაა - სულიერი ძმა ამბობს, რომ მნახეთ და ჩემი მოისმინეთ. თქვენი სულიერი ძმა, რომელთან ერთადაც ერთი ბარძიმიდან ეზიარებით, ამბობს რომ მნახეთ და მოისმინეთ ჩემი", - განაცხადა გიორგი ფანცულაიამ.

მისივე თქმით, თუ სასულიერო პირებს არ სჯერათ, რომ დეკანოზი გიორგი მამალაძე შიმშილობს, მოვიდნენ და ნახონ ის. "მამა გიორგი მამალაძის ადვოკატი ვამბობ, რომ ის შიმშილობს. ეს დაფიქსირებულია სასჯელაღსრულების მე-9 პენიტენციური დაწესებულების შესაბამის წერილში, რომელიც მე ამ დილით ჩამბარდა", - განაცხადა გიორგი ფანცულაიამ.

"ინტერპრესნიუსი"