ავარია გლდანში - არიან დაშავებულები - კვირის პალიტრა

ავარია გლდანში - არიან დაშავებულები

გლდანში, ავარიის შედეგად, ორი ადამიანი დაშავდა. როგორც ”ინტერპრესნიუსს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და გარე განათების ბოძს შეეჯახა, რის შედეგადაც მანქანაში მყოფი ორი ადამიანი დაშავდა.

მათივე ინფორმაციით, გამოძიება 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას ითვალისწინებს, რამაც ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია.

"ინტერპრესნიუსი"