"გაცივდა, ფილტვების ანთება დაემართა, შემდეგ ეს ანთება გაურთულდა" - გივი ბერიკაშვილი ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა შეერთებული - კვირის პალიტრა

"გაცივდა, ფილტვების ანთება დაემართა, შემდეგ ეს ანთება გაურთულდა" - გივი ბერიკაშვილი ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა შეერთებული

ყველასთვის საყვარელი მსახიობის გივი ბერიკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა, ის რეამინაციაში, ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა შეერთებული. 83 წლის მსახიობი კლინიკა "მედი ქლაბში" რამდენიმე დღის წინ მიიყვანეს და მისი მდგომარეობა ბოლო სამი დღის განმავლობაში განსაკუთრებით დამძიმდა - ამის შესახებ AMBEBI.GE-ს გივი ბერიკაშვილის მეგობარმა, მსახიობმა კახი კავსაძემ განუცხადა.

"უკიდურესად მძიმე მდგომარეობაა. ექიმები ამბობენ, ორგანიზმის სიძლიერეზე არის ყველაფერი დამოკიდებულიო. გაცივდა, ფილტვების ანთება დაემართა, შემდეგ ეს ანთება გაურთულდა. დაგვიანებით მოვათავსეთ საავადმყოფოში, ბოლო სამ დღეში განსაკუთრებით დამძიმდა მდგომარეობა, ახლა ხელოვნურ სუნთქვაზეა. ექიმების დამსახურებაა ეს დღეები რომ აცოცხლეს", - განაცხადა კახი კავსაძემ.