თურქეთში ავარიას საქართველოს მოქალაქე ემსხვერპლა - კვირის პალიტრა

თურქეთში ავარიას საქართველოს მოქალაქე ემსხვერპლა

თურქეთში მომხდარი ავტოავარიის შედეგად საქართველოს 1 მოქალაქე დაიღუპა და რამდენიმე დაშავდა.

თურქული მედიის ცნობით, სამგზავრო მიკროავტობუსს შეჯახების შემდეგ ცეცხლი გაუჩნდა.

შემთხვევის შედეგად დაღუპული საქართველოს მოქალაქე სამშობლოში უკვე გადმოასვენეს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, დაშავებულები კი ქალაქ რიზეს საავადმყოფოში იმყოფებიან, სადაც ისინი ტრაბზონში საქართველოს კონსულმა მოინახულა.

"მომხდარის თაობაზე ინფორმირებულები არიან ოჯახის წევრები. დაშავებულებს უტარდებათ ყველა საჭირო სამედიცინო მომსახურება", - განმარტეს საგარეო უწყებაში.

"ინტერპრესნიუსი"