2 გარდაცვლილი და 2 დაშავებული - ავარია მტკვრის მარცხენა სანაპიროზე - კვირის პალიტრა

2 გარდაცვლილი და 2 დაშავებული - ავარია მტკვრის მარცხენა სანაპიროზე

თბილისში, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. გარდაიცვალა ორი და დაშავდა ორი ადამიანი. ავტოსაგზაო შემთხვევაში სამი ავტომობილი ფიგურირებს.

როგორც ”ინტერპრესნიუსს” საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეშვიდე ნაწილით მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან ორზე მეტი ადამიანის სიცოცხის მოსპობა გამოიწვია.

"ინტერპრესნიუსი"