ასლან აბაშიძეს 78 წლის ასაკში მესამე შვილი შეეძინა - კვირის პალიტრა

ასლან აბაშიძეს 78 წლის ასაკში მესამე შვილი შეეძინა

ინტერნეტპორტალ AMBEBI.GE-ის ინფორმაციით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ყოფილ მეთაურს, ასლან აბაშიძეს ვაჟიშვილი შეეძინა.

აბაშიძე თითქმის 15 წელია მოსკოვში ცხოვრობს. მისი მესამე შვილიც სწორედ იქ დაიბადა. აბაშიძე 78 წლისაა. მას გარდაცვლილ მეუღლესთან - მაგული გოგიტიძესთან ორი შვილი - დიანა და გიორგი, ასევე შვილიშვილები ჰყავს. ხოლო იმ ქალბატონის სახელი და გვარი, რომელმაც ასლან აბაშიძეს შვილი გაუჩინა, უცნობია. (წყარო)