მერაბ ნინიძე კანის კინოფესტივალზე - მსახიობის მონაწილეობით ფილმი ოქროს პალმის რტოსთვის იბრძოლებს - კვირის პალიტრა

მერაბ ნინიძე კანის კინოფესტივალზე - მსახიობის მონაწილეობით ფილმი ოქროს პალმის რტოსთვის იბრძოლებს

ქართველი მსახიობი მერაბ ნინიძე კანის კინოფესტივალზე ოქროს პალმის რტოს მოსაპოვებლად იბრძოლებს.

კანის 70-ე ფესტივალის მთავარ საკონკურსო პროგრამაში, წელს 18 ფილმი მოხვდა. მათ შორის უნგრელი რეჟისორის კორნელი მუნდრუცუს - "იუპიტერის მთვარე". სწორედ ამ ფილმში ერთ-ერთ მთავარ როლს ქართველი მსახიობი მერაბ ნინიძე ასრულებს.

ეს არის ახალგაზრდა ემიგრანტის ისტორია, რომელიც საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობისას, ლტოლვილთა ბანაკში ხვდება. ბანაკის დამკვირვებელი ექიმის როლს მერაბ ნინიძე ასრულებს. მკაცრი მედიკოსი ლტოლვილის დახმარებას გადაწყვეტს.

კანის კინოფესტივალი 17-28 მაისს გაიმართება.

ფესტივალის ჟიურის თავმჯდომარე წელს ესპანელი რეჟისორი, პედრო ალმოდოვარი იქნება, რომელსაც რამდენჯერმე აქვს მიღებული ოქროს პალმის რტო, მათ შორის საუკეთესო რეჟისურისა და სცენარისთვის.

კონკურსის ოფიციალურ პროგრამაში "იუპიტერის მთვარის" გარდა, არის ფრანგი რეჟისორების, ფრანსუა ოზონის, მიშელ ხაზანავიჩუსისა და ჟაკ დუაიონის, უკრაინელი სერგეი ლოზნიცას, ავსტრიელი მიხაელ ჰანეკეს, ამერიკელი სოფია კოპოლას, იაპონელი კეისი კუროსავას და სხვა რეჟისორების ფილმები.

ფოტოები აღებულია: Merab Ninidze მერაბ ნინიძე Official