ვახტანგ რჩეულიშვილს ხვალ ვერის სასაფლაოზე დაკრძალავენ - კვირის პალიტრა

ვახტანგ რჩეულიშვილს ხვალ ვერის სასაფლაოზე დაკრძალავენ

"ცენტრ-პოინტის" ერთ-ერთ დამფუძნებელს, ყოფილ დეპუტატს ვახტანგ რჩეულიშვილს ხვალ, ვერაზე მდებარე წმინდა პანტელეიმონის სახელობის ეკლესიიდან გამოასვენებენ.

როგორც "ინტერპრესნიუსს" ოჯახის ახლობელმა ნინო დარასელმა განუცხადა, გარდაცვლილის პანაშვიდი არმაზში მიმდინარეობს. არმაზიდან ვახტანგ რჩეულიშვილს ხვალ ვერაზე წმინდა პანტელეიმონის ეკლესიაში გადაასვენებენ, საიდანაც 15:00 საათზე გამოასვენებენ და ვერის სასაფლაოზე დაკრძალავენ.

ვახტანგ რჩეულიშვილი 13 აპრილს გარდაიცვალა.