"სლობოდას" მაიონეზი და კეტჩუპი "ოქროს ბრენდით" დაჯილდოვდნენ - კვირის პალიტრა

"სლობოდას" მაიონეზი და კეტჩუპი "ოქროს ბრენდით" დაჯილდოვდნენ

ბიზნესის "ოსკარად" აღიარებულ Golden Brand-ის 2016 წლის დაჯილდოების ცერემონიაზე კომპანია "სლობოდამ" ორი ჯილდო მოიპოვა.

რჩეული ბრენდების დაჯილდოების რიგით მე-12 ცერემონიაზე "სლობოდას" მაიონეზი წლის საუკეთესო მაიონეზად დასახელდა, კეტჩუპი "სლობოდა" კი საუკეთესო კეტჩუპის ნომინაციაში გახდა გამარჯვებული.

მაიონეზი "სლობოდა" ნატურალური ინგრედიეტებისგან შედგება და არ შეიცავს ემულგატორებს. ის მზადდება ისეთი პროდუქტებისგან, როგორებიც არის: ნატურალური ზეითუნის ზეთი, კვერცხის გული, ნატურალური მზესუმზირის ზეთი, ლიმონის წვენი, სუფთა წყაროს წყალი და ახალი საუკეთესო სუნელები.

"სლოგანი "ცოცხალი საკვები" სრულად ამართლებს ბრენდის პრინციპებს და მიდგომას მომხმარებელთან მიმართებაში", - აღნიშნავენ კომპანიის წარმომადგენლები.

ნამდვილი, დაჭყლეტილი პომიდვრისგან მზადდება კეტჩუპუ "სლობოდა", რომელიც არ შეიცავს არანაირ ფხვნილს და ემულგატორებს.

Golden Brand 2006 წლიდან მოყოლებული, ყოველწლიუარად ავლენს და აჯილდოვებს კომპანიებს, რომლებმაც გასულ წელს ბრენდინგულ საქმიანობაში განსაკუთრებულ წარმატებებს მიაღწიეს. ცერემონია ყველაზე პრესტიჟულ და გავლენიან ბიზნეს დაჯილდოვებად არის აღიარებული. კონკურსის მიზანია, ლაბორატორიული კვლევებით, იმ საწარმოს გამოვლენა, რომელიც საუკეთესო შედეგებს აჩვენებს სურსათის უვნებლობისა და ეტიკეტების მოთხოვნებთან შესაბამისობის კუთხით. ოქროს ბრენდის გამარჯვებულები წარმატებით იყენებენ ოქროს ბრენდის ნიშანს მარკეტინგულ და PR საქმიანობაში. აღსანიშნავია რომ ეს ჯილდო სლობოდას წარსულში ოთხჯერ აქვს მოპოვებული.

R