კუბაში სამგზავრო თვითმფრინავი ჩამოვარდა - კვირის პალიტრა

კუბაში სამგზავრო თვითმფრინავი ჩამოვარდა

29 აპრილს, კუბაში სამგზავრო თვითმფრინავი "ან-26" ჩამოვარდა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ავიაკატასტროფა ძნელად მისადგომ ადგილზე მოხდა. თვითმფრინავი ავიაკომპანია "Aerogaviota"-ს ეკუთვნოდა, სადაც თვითმფრინავის კატასტროფის შესახებ ინფორმაციას ადასტურებენ

არსებული ინფორმაციით, თვითმფრინავში 39 ადამიანი იმყოფებოდა. კატასტროფის მომენტში თვითმფრინავი პინარ-დელ-რიოს თავზე იმყოფებოდა.

თვითმფრინავი "ან-26" 1969-1986 წლებში იწყობოდა და სულ 1400 ერთეულია გამოშვებული.

"ინტერპრესნიუსი"