ელიავას ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე ავარიას ქვეითად მოსიარულე ახალგაზრდა ქალი ემსხვერპლა - კვირის პალიტრა

ელიავას ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე ავარიას ქვეითად მოსიარულე ახალგაზრდა ქალი ემსხვერპლა

მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, ელიავას ბაზრობის მიმდებარედ, ავტომანქანის დაჯახების შედეგად, ქვეითად მოსიარულე, 30 წლამდე ასაკის ქალი გარდაიცვალა.

როგორც თვითმხილველებმა განაცხადეს, ”მიცუბიშის” მარკის ავტომობილი ახალგაზრდა ქალს იმ დროს დაეჯახა, როცა ის ახალგაზრდა მამაკაცთან ერთად გზაზე გადადიოდა. როგორც თვითმხილველები ყვებიან, შეჯახების შემდეგ ავტომობილმა მართვა დაკარგა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ტროტუარზე ხეს შეეჯახა.

შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავები იმყოფებიან. ისინი ამ წუთებში ავტომობილის მძღოლისგან ავარიის შესახებ ინფორმაციას ისმენენ.

როგორც ავარიის ადგილზე მყოფი პირები აცხადებენ, შესაბამის უწყებებს არაერთხელ მიმართეს ტერიტორიაზე შუქნიშნის დამონტაჟების მოთხოვნით, თუმცა უშედეგოდ.

რაც შეეხება ახალგაზრდა მამაკაცს, რომელთან ერთადაც ქალი გზაზე გადადიოდა, მას მრავლობითი დაზიანებები აქვს მიღებული.