თბილისში 26 წლის მამაკაცი საკუთარ ავტომობილში ჩაცხრილეს - კვირის პალიტრა

თბილისში 26 წლის მამაკაცი საკუთარ ავტომობილში ჩაცხრილეს

თბილისში, ჯავახიშვილის ქუჩაზე ახალგაზრდა მამაკაცს საკუთარ ავტომობილში ცეცხლი გაუხსნეს. დაჭრილი საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.

როგორც “ინტერპრესნიუსს” შემთხვევის ადგილზე თვითმხილველებმა განუცხადეს, მამაკაცი ჯავახიშვილის ქუჩის მცხოვრები იყო. მათივე თქმით, ავტომობილს, რომელსაც მამაკაცი მართავდა, სხვა ავტომობილმა გზა გადაუჭრა, საიდანაც ცეცხლი გახსნეს.

მამაკაცი ინგოროყვას კლინიკაში მრავლობითი ცეცხლნასროლი ჭრილობებით გარდაიცვალა. ინგოროყვას კლინიკის წარმომადგენლის თქმით, ახალგაზრდა კლინიკაში უცნობმა პირებმა თავად მიიყვანეს, თუმცა, იგი საავადმყოფოში შეყვანისთანავე გარდაიცვალა.

მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება ორი მუხლით დაიწყო. საქმე სსკ-ის 108-ე (განზრახ მკვლელობა) და 236-ე (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა) მუხლებით აღიძრა. უწყების ინფორმაციით, ამ დროისთვის ინტენსიური სამძებრო ღონისძიებები მიმდინარეობს.

"ინტერპრესნიუსი"