"თავდამსხმელმა ავტომატიდან ესროლა 17 ტყვია და 13 ჰქონდა მოხვედრილი" - ჯავახიშვილის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის დეტალები - კვირის პალიტრა

"თავდამსხმელმა ავტომატიდან ესროლა 17 ტყვია და 13 ჰქონდა მოხვედრილი" - ჯავახიშვილის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის დეტალები

გუშინ ღამით თბილისში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს. შემთხვევა ჩუღურეთის რაიონში, ჯავახიშვილის ქუჩის 48 ნომერთან მოხდა - თავდამსხმელმა 26 წლის ბიჭი საკუთარ მანქანაში ავტომატით ჩაცხრილა. თვითმხილველების თქმით, ახალგაზრდა მანქანაში იჯდა, რა დროსაც ცეცხლი გაუხსნეს. დაჭრილი ინგოროყვას კლინიკაში გამვლელმა გადაიყვანა, თუმცა ის საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.

დღეს დილით გარდაცვლილის ვინაობა ცნობილი გახდა. ის 26 წლის გიორგი შარაშენიძეა. გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდას სამართალდამცველებთან რამდენჯერმე ჰქონდა პრობლემები ე.წ. ბიოს მოხმარების გამო.

AMBEBI.GE გარდაცვლილის ბავშვობის მეგობარს ესაუბრა, რომელმაც ვინაობის გასაჯაროვება არ ისურვა. მისი თქმით, საქმეში რამდენიმე თავდამსხმელი ფიგურირებს, თუმცა ერთმა გაისროლა:

"მე და გიო ერთად გავიზარდეთ. არაჩვეულებრივი ბიჭი იყო. სამეგობროს მთელი ღამე არ გვეძინა, წარმოუდგენელი ამბავი მოხდა და ვერც ვხვდებით რატომ, ან ვინ გააკეთა ეს. გიომ ორი კვირის წინ ცოლი მოიყვანა, 19 წლის გოგონა და ნაქირავებში გადავიდნენ საცხოვრებლად ტურგენევის ქუჩაზე.

- ამბობენ, რომ ძველი დაპირისპირების გამო ესროლეს. მეგობრები რამეს უკავშირებთ მკვლელობას?

- ძველი დაპირისპირებები რაც ჰქონია, დასრულდა შერიგებით. ეს ამბავი ჩვენთვის წარმოუდგენელია. გიო სახლში ბრუნდებოდა, თავდამსხმელი წინ გადაუდგა. როცა ცეცხლი გაუხსნა, გიომ ეტყობა იფიქრა უკან დავიხევ და გავიქცევიო, მაგრამ მანქანის უკან "მარშუტკა" ჩაუყენეს, იმას დაეჯახა და ვეღარ გაიქცა. თავდამსხმელმა ავტომატიდან ესროლა 17 ტყვია და 13 ჰქონდა მოხვედრილი.

გაგრძელება