ჯავახიშვილის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე სამი პირი დააკავეს - კვირის პალიტრა

ჯავახიშვილის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე სამი პირი დააკავეს

სამართალდამცველებმა ჯავახიშვილის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე სამი პირი დააკავეს. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს.

ჯავახიშვილის ქუჩაზე გუშინ საღამოს 26 წლის მამაკაცს საკუთარ ავტომობილში ცეცხლი გაუხსნეს. დაჭრილი საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.

მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება ორი მუხლით დაიწყო. შსს-ს პრესსამსახურის ცნობით, საქმე სსკ-ის 109-ე (განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებაში) და 236-ე (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა) მუხლებით აღიძრა.

იხილეთ ასევე: "თავდამსხმელმა ავტომატიდან ესროლა 17 ტყვია და 13 ჰქონდა მოხვედრილი" - ჯავახიშვილის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის დეტალები