სკოლებში საპირფარეშოების მოუწესრიგებლობის გამო, ხუთი დირექტორი გაათავისუფლეს
სკოლებში საპირფარეშოების მოუწესრიგებლობის გამო, ხუთი დირექტორი თანამდებობიდან გაათავისუფლეს. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსისთვის" გახდა ცნობილი.
საკითხი სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დარღვევას, ძირითადად ტუალეტების მოუწესრიგებლობასა და არასათანადო პირობებს უკავშირდება.
ხუთ დირექტორს თანამდებობები როგორც თბილისის, ასევე საქართველოს რეგიონების სკოლებში დაატოვებინეს.
"ინტერპრესნიუსი"