მარინ ლე პენი თუ ემანუელ მაკრონი? - საფრანგეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს - კვირის პალიტრა

მარინ ლე პენი თუ ემანუელ მაკრონი? - საფრანგეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს

დღეს საფრანგეთში რიგით მე-11 საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური იმართება. ფრანგმა ამომრჩეველმა არჩევანი მარინ ლე პენსა და ემანუელ მაკრონს შორის უნდა გააკეთოს.

შეგახსენებთ, რომ საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში ემანუელ მაკრონმა და მარინ ლე პენმა ხმების 23,7% და 22% მიიღეს.

ადგილობრივი დროით 08:00 საათიდან (თბილისის დროით 10:00 საათიდან) საფრანგეთის 66 546 უბანზე ფრანგები მომავალ ლიდერს ირჩევენ.

ადგილობრივი დროით 12:00 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობა 28,23%-ს შეადგენს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

შედარებისთვის, 2012 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე 12.00 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობა 30,66% იყო.

საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით 19:00 საათზე დაიხურება, ხოლო რიგ დიდ ქალაქებში - 20:00 საათზე.