მეორე მსოფლიო ომის ამსახველი იშვიათი ფოტოები
დღეს ფაშიზმზე გამარჯვებიდან 72 წელი გავიდა. მეორე მსოფლიო ომს, რომელიც კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე მასშტაბურ და სისხლისმღვრელ კონფლიქტად ითვლება, 60 მილიონამდე ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, მათ შორის, მხოლოდ საქართველოდან 200 ათასი მოქალაქე დაიღუპა ან უგზო-უკვლოდ დაიკარგა.
მეორე მსოფლიო ომი აზიაში იაპონია-ჩინეთის ომით 1937 წელს, ხოლო ევროპაში გერმანიის პოლონეთზე თავდასხმით 1939 წლის 1 სექტემბერს დაიწყო. საომარი მდგომარეობა ევროპაში 1945 წლის 8 მაისის ვერმახტის კაპიტულაციით, ხოლო აზიაში - 1945 წლის 2 სექტემბერს იაპონიის კაპიტულაციით დასრულდა. საბჭოთა კავშირში 9 მაისი ფაშიზმზე გამარჯვების დღედ გამოცხადდა.
მეორე მსოფლიო ომის განმავლობაში გერმანია, იტალია და იაპონია დამპყრობლურ ომებს მსოფლიოს მრავალი ქვეყნის წინააღმდეგ აწარმოებდნენ. მათი მთავარი მოწინააღმდეგეები იყვნენ: საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი და ჩინეთის რესპუბლიკა, რიბენტროპ-მოლოტოვის პაქტის დარღვევის შემდეგ საბჭოთა კავშირი და იაპონიის პერლ-ჰარბორზე თავდასხმის შემდეგ - ამერიკის შეერთებული შტატები.
გთავაზობთ ფოტოგალერეას, სადაც ასახულია 1945 წელს რაიხსტაგის წინ წითელარმიელთა საზეიმო გამოსვლა, თუ როგორ გავრცელდა ცნობა გერმანიის კაპიტულაციის შესახებ და სხვა.
მოამზადა ეკა გადახაბაძემ