''ლეიბორისტების'' სარჩელი უგულავას წინააღმდეგ - კვირის პალიტრა

''ლეიბორისტების'' სარჩელი უგულავას წინააღმდეგ

ლეიბორისტები თბილისის მერის, გიგი უგულავას წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელს შეიტანენ. კახა ძაგანიას თქმით, «''სითი-პარკი''«, რომელიც თბილისში ავტომანქანების პარკირებას განაგებს, მოქალაქეებს ძარცვავს, შემდეგ კი მილიონობით  უკანონო თანხა გიგი უგულავასთან მიდის. ''ლეიბორისტები'' თბილისის მერს მოუწოდებენ, ხალხის დაყაჩაღების ნაცვლად სამუშაო ადგილები შექმნას და მილიონობით უმუშევარი მოქალაქე დაასაქმოს.