ვერცხლისწყლის ინვენტარიზაცია საქართველოში - კვირის პალიტრა

ვერცხლისწყლის ინვენტარიზაცია საქართველოში

ცნობილია, რომ ვერცხლისწყლით დაბინძურება გლობალურ გარემოსდაცვით პრობლემას წარმოადგენს. სწორედ, ვერცხლისწყლისა და მისი შენაერთების ანთროპოგენული გაფრქვევებისგან გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობის დაცვის მიზნით შეიქმნა მინამატას კონვენცია "ვერცხლისწყლის შესახებ“.

საქართველოში ვერცხლისწყლის ინვენტარიზაცია საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ინიციატივით, გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის (GEF) ფინანსური მხარდაჭერით და გაეროს განვითარების პროგრამის დახმარებით (UNDP), კერძოდ, „მინამატას კონვენციის რატიფიცირებისა და მისი აღსრულების მიზნით ქვეყანაში გადაწყვეტილების მიღების პროცესის გაძლიერება და ინსტიტუციურ შესაძლებლობათა განმტკიცება“ პროექტის ფარგლებში განხორციელდა.

გარემოში ვერცხლისწყლის გაფრქვევების შეფასების მიზნით, გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამის (UNEP) მეთოდოლოგიის შესაბამისად პირველადი ინვენტარიზაცია 2014 წლის მონაცემების გამოყენებით ჩატარდა. მეთოდოლოგია ეფუძნებოდა მასის ბალანსის პრინციპს, ანუ ვერცხლისწყალი, რომელიც შედის სისტემაში, მაგალითად, როგორც ინდუსტრიული ფაქტორი, აუცილებლად გაიფრქვევა გარემოში ან მოხვდება პროდუქტში. ინვენტარიზაციისთვის გამოყენებული იქნა ქვეყანაში არსებული ოფიციალური ინფორმაციის წყაროები.

მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში ინვენტარიზაციის ჩატარებამ გამოავლინა კონკრეტული სექტორული მიმართულებები და თვალსაჩინო გახადა თუ რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას ვერცხლისწყლის მართვის გასაუმჯობესებლად და ასევე მოამზადა საფუძველი მომავალში ქვეყნის მიერ მინამატას კონვენციის რატიფიცირებისათვის.

მასალა მომზადებულია გამოცემულია გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის (GEF) ხელშეწყობით. გამოთქმული მასაზრებები ავტორისეულია და შეიძლება არ ასახავდეს გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის (GEF) თვალსაზრისს.

R